departure date
arrival date

თბილისი - ბერლინი

2021 წლის 30 მარტის 00.00 საათიდან მგზავრებმა (გარდა ექვსი წლის და ნაკლები ასაკის პირებისა), რომლებიც გერმანიაში საჰაერო გზით მოემგზავრებიან, თვითმფრინავის ბორტზე ასასვლელად და საზღვრის კვეთისთვის (ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაშიც) თან უნდა იქონიოს კორონა-ტესტის (PCR ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ≥80% მგრძნობელობა და ≥97% სპეციფიკაცია. ტესტი წარმოდგენილ უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული სახის, გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე, იძლეოდეს პირის იდენტიფიკაციის საშუალებას და ჩატარებულ უნდა იყოს არაუგვიანეს 48 საათით ადრე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რობერტ-კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე https://www.rki.de/DE/Content/InfAZ/N/Neuartiges_Coronavirus/Tests.html

ამასთან, გერმანიაში შემოსვლამდე მოქალაქეები ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ. თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

ტურისტული მიზნით ბერლინში გამგზავრება ნებადართული აღარ არის

Მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/252