departure date
arrival date

ქუთაისი - ვენა

თუ ვენისკენ გაგიწევია, ალბათ გეცოდინება რომ ავსტრიაში LOCKDOWN-ია გამოცხადებული ხომ? - ჩაკეტვა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები, ან გადატანილი არ აქვთ კოვიდი

თუმცა, ტურისტულად ვენაში გამგზავრება მაინც შეგიძლია, ამისთვის კი არ დაგავიწყდეს, საზღვარზე წარადგინო :

. ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა

ან

. Covid-Pass ანუ, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

და თუ არ გაქვს გაკეთებული ვაქცინის მესამე (ბუსტერ) დოზა, საზღვარზე უნდა წარადგინო ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი (ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც გეხება, თუ ვირუსგადატანილი ხარ)

ისიც გაითვალისწინე, რომ თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, გადატანილი გაქვს კოვიდი, თუმცა არ წარადგენ PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, გამგზავრებამდე განაცხადი ამ საიტზე უნდა შეავსო - https://entry.ptc.gv.at/ . მაგრამ იცოდე, რომ სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარები, რომლის დატოვებასაც მეხუთე დღეს, ნეგატიური PCR ტესტის პასუხის შემდეგ შეძლებ

ვენაში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, აუცილებლად გაიარე რეგისტრაცია - https://entry.ptc.gv.at

და თუ კიდევ რაიმე კითხვა გაქვს, მაინც გადაამოწმე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი - www.geoconsul.gov.ge