departure date
arrival date

თბილისი - ვარშავა

ალბათ ერთი სული გაქვს, როდის იყიდი ვარშავას მიმართულებით სასურველ ბილეთს, თუმცა ისიც ხომ გახსოვს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, საზღვარზე გარკვეული საბუთებია საჭირო წარსადგენად?! ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ ახლა თავში რა კითხვებიც გაგიჩნდა, ყველას ვუპასუხოთ

მაშ, ასე, სანამ ვარშავაში, მესაზღვრეს აუცილებლად უნდა წარუდგინო:

. ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ისიც გახსოვდეს, რომ ტესტის ვალიდურობის 24 საათიანი პერიოდი, ტესტის პასუხის მიღებიდან აითვლება)

. აცრის დამადასტურებელი საბუთი (ანუ, ჩვენებურად - Covid Pass)

ისიც გვინდა იცოდე, რომ პოლონეთი მხოლოდ Pfizer-BioTech; AstraZeneca; Moderna და Janssen (J&) ვაქცინებს აღიარებს.

თუ ვაქცინირებული არ ხარ, მაშინ, საზღვარზე უნდა წარადგინო უარყოფითი ტესტი და ვარშავაში ჩასული, 14 დღე კარანტინში უნდა იყო. ისიც გაითვალისწინე, რომ საკარანტინე ვადის ათვლა იწყება საზღვრის კვეთიდან მეორე დღეს.

გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეს და ამ საიტზე, აუცილებლად შეავსე სპეციალური ფორმა - https://aplikacje.gov.pl/app/klp/#/home

და თუ კიდევ რაიმე დეტალის დაზუსტება გსურს, შეგიძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდს ეწვიო - www.geoconsul.gov.ge