departure date
arrival date

თბილისი - სტამბოლი

შენ ახლა სტამბოლისკენ გაგიწევია და ერთი სული გაქვს, როდის შეიძენ სასურველ თარიღებში გასამგზავრებელ თვითმფრინავის ბილეთს, ჩვენ კი - გვიხარია რომ tkt აირჩიე და გვინდა, საქმე შეგიმსუბუქო და ის ფიქრები/დარდები მოგაშორო, თუ სად მოიძიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას ითხოვენ თურქი მესაზღვრეები აეროპორტში.

მოკლედ, ახლა, ამ ჩამოთვლილთაგან რასაც წაიკითხავ, რომელიმე, ერთ-ერთი მაინც წარადგინე საზღვარზე და საკმარისი იქნება:

. კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე)

. ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი

. გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დოკუმენტი

და ჰო, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს გამგზავრებამდე დარეგისტრირდე სპეციალურ საიტზე - https://register.health.gov.tr