departure date
arrival date

თბილისი - ბარსელონა

მგზავრებმა ესპანეთში შესვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/ ან აპლიკაციის SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH საშუალებით და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე. ასევე, ნებისმიერმა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში რისკის ზონად მიჩნეული ქვეყნიდან, ესპანეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტი უარყოფითი პასუხით (ტესტის მოთხოვნა ამოქმედდება 23 ნოემბრიდან).
პირს PCR ტესტის წარდგენა შეიძლება მოეთხოვოს მგზავრობის ნებისმიერ მომენტში. ტესტის პასუხი უნდა იყოს ორიგინალი, გაცემული ესპანურ ან ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში უნდა იყოს მოთითებული შემდეგი მონაცემები: მგზავრის სახელი და გვარი, პასპორტი ან პირადობის მოწმობის ნომერი (რომელიც უნდა ემთხვეოდეს სამედიცინო კონტროლის ანკეტაში მითითებული ნომერს), ტესტის გაკეთების თარიღი, ტესტის ჩამტარებელი ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია, გამოყენებული ტექნიკა და ტესტის უარყოფითი პასუხი.

Მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/185