departure date
arrival date

თბილისი - მილანი

იტალიაში ტურისტული მიმოსვლა შეზღუდულია.
საქართველოს მოქალაქეებს, იტალიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული მიზეზების გამო, როგორიცაა:

  • სამუშაო
  • ჯანმრთელობა
  • სწავლა
  • აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა
  • სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.

ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ, ასევე, იტალიის/ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მფლობელი პირების ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, ახალი დირექტივა, ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს იმ პირებსაც, რომლებსაც აქვთ დადასტურებული და მყარი ემოციური კავშირი (თუნდაც არ თანაცხოვრობდნენ) იტალიის/ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოს მოქალაქესთან ან ლეგალურად მაცხოვრებელთან და მიემგზავრებიან პარტნიორთან.

Მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/185