departure date
arrival date

თბილისი - ათენი

თუ აქ იმისთვის შემოხვედი, რომ საბერძნეთში გასამგზავრებელი ბილეთები და თარიღები შეარჩიო, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ საზღვარზე სანერვიულო აღარაფერი გაქვს.

საბერძნეთის რესპუბლიკამ ძალიან გაამარტივა საზღვრის კვეთის წესები და ამ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე, ერთ-ერთი საბუთი რომ მაინც წარადგინო, საკმარისი იქნება. ანუ, შენ დაგჭირდება მესაზღვრეს აჩვენო:

. რომ ხარ ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან გაქვსვაქცინაციის მოწმობა. (გაითვალისწინე, რომ ეს მოწმობა ვალიდურად ითვლება ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან, მომდევნო 9 თვის განმავლობაში)

ან

. გაქვს Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცა ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს. (ეს ცნობა 180 დღე მოქმედებს, ესეც გაითვალისწინე)

ან

. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. (ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ეს პასუხები)

ამ სამიდან, რომელიმე აარჩიე რაც შენთვის კომფორტული იქნება და წარუდგინე მესაზღვრეს. ასევე, არ დაგავიწყდეს, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე, შეავსო სპეციალური ფორმა - travel.gov.gr

აღარ მოგაცდენ, განაგრძე ბილეთების არჩევა.